რამდენიმე კვირაა, რამაც სამწუხაროდ არაერთ მათგანს მიაყენა მატერიალური ზიანი. თაღლითური ჯგუფი ნდობის მოსაპოვებლად უკვე იყენებს Mymarket-ის ვიზუალურ სტილთან მიახლოებულ ვებ.გვერდს.
სქემის მიხედვით, თაღლითები განცხადების ავტორებს უკავშირდებიან და სთხოვენ გასაყიდი ნივთის ფოსტით გაგზავნას, თანხის მისაღებად კი ბარათის მონაცემების ვებ.გვერდზე შეყვანას , რომელიც საფოსტო კომპანიის ან Mymarket-ის ვებ.გვერდის იდენტურია, თუმცა არარეალური.
“კომპანია MY.GE სრულად იყენებს არსებულ რესურსებს. კერძოდ:
• ყველა ვიზიტორს Mymarket-ზე შესვლისას უჩანს პოპაპი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ფიშინგის შესახებ.
• Mymarket-ზე განცხადების დადების დროს, ყველა მომხმარებელს ვატყობინებთ არსებული თაღლითური სქემების შესახებ.
• ყველა პირს, რომელიც Mymarket-თან არის კავშირში მუდმივად ვაფრთხილებთ ესემეს შეტყობინების სახით. შექნილია ლენდიგნი, სადაც მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას თაღლითური სქემის შესახებ.
• ჩვენს მომხმარებელთან რეკავს ჩვენი ვირტუალური ასისტენტი და დეტალურად უხსნის მოსალოდნელ საფრთხეს და მისგან თავის ასარიდებელ გზებს.
• აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და მომხმარებლებს ვატყობინებთ ფიშინგის საფრთხის შესახებ.
Mymarket მომხმარებლებს მოუწოდებს თაღლითობისგან თავის ასარიდებლად თავი შეიკავონ:
• საეჭვო ვებ.გვერდებზე საბანკო მონაცემების შევსებისგან, მიუხედავად იმისა, თუ მათი ვებ მისამართი და დიზაინი Mymarket-ის ან საფოსტო კომპანიის ვებ.გვერდთან მიმსგავსებულია.
• მობილური კოდების შეყვანისგან
• სხვა იმგვარი ინფორმაციის გადაცემისგან, რომელმაც შეიძლება მატერიალური ზიანი მოგაყენოს.