1995 წელს, გორში სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა, რომელიც სრულად არის თავისუფალი რუტინული, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გაკვეთილებისგან. სკოლა “სინათლე“- ახლანდელი სკოლა „თამარიონი“ – სივრცე, სადაც ყველა: მასწავლებელი და მოსწავლე სიხარულით ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. დღეს სკოლა „თამარიონი“ საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი სკოლაა, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში ღირსეული ადგილ იკავებს.
“როცა ჩემი შვილები საჯარო სკოლის მე-3-მე-4 კლასში იყვნენ და მივხვდი, რომ კარგი სკოლა რადიკალურად სხვა რამეს ნიშნავდა და საერთოდ, კერძო სტრუქტურა ახლად ფეხმოკიდებული იყო ქვეყანაში, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც იქნებოდა თბილი, უშუალო, პროფესიონალებისგან შემდგარი სკოლა, სადაც ყველა, მასწავლებელიც და მოსწავლეც დაცულად, მყუდროდ იგრძნობდა თავს და სიხარულით შეასრულებდა თავის უფლება- მოვალეობას.“ -განაცხადა კერძო სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელმა, თამარ უთნელიშვილმა.
ქ-ნმა თამარმა Geobusinessnews.ge-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ „თამარიონის“ მთავარი მიზანია მოსწავლეებმა წარმატებას რეპეტიტორების გარეშე მიაღწიონ
„სკოლა „თამარიონი“, რომელიც გორში მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა. პირველად მას „სინათლე“ ერქვა. იმ დროს საკუთარი შენობა არ გვქონდა და ამიტომ 2011 წლამდე ხუთი შენობა გამოვიცვალეთ, გავარემონტეთ, სკოლის ფორმატს მოვარგეთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მტერი და მოყვარე გამოვცადეთ. გვქონდა სერიოზული ბრძოლები და პრობლემები, მაგრამ, ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყავით ჩვენ სიმართლეში და ვიმარჯვებდით უამრავ ფარულ თუ ხილულ მოწინააღმდეგეზე. და ხარისხს და მთავარ მიზანს- გაგვეზარდა განათლებული და მოტივირებული თაობა, არასოდეს ვღალატობდით“ -ამბობს ქ-ნი თამარი
დღეს „თამარიონი“ გთავაზობთ:
✅კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მაქსიმუმ 10 მოსწავლე;
✅ მაღალკვალფიციური მასწავლებლები;
✅ მაღალ მოქალაქეობრივ უნარ-ჩვევებზე გათვლილი სასკოლო სასწავლო გეგმა;
✅ თავისუფალი ქართული მუსიკის სკოლა-აკადემია, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლით;
✅ ქორეოგრაფიული სტუდია;
✅ სასწავლო პროცესი იწყება 9:30 საათზე და I-VI კლასელებისთვის სრულდება 18:00 სთ-ზე;
✅ მაღალ კლასებში- პროფილური სწავლება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით: საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით;
✅ მომსახურების საფასურში შედის ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
სკოლა „თამარიონი“-ს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორი, კურსდამთავებულები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე გრანტებით ირიცხებიან პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ლიმიტირებულია,რის გამოც მოსწავლეთა მიღება საკონკურსო სისტემით – გასაუბრების სახით ხორციელდება.