ჩინეთის რაკეტების მწარმოებელი კომპანია Space Epoch-მა მუშაობა დაიწყო Alibaba-ს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა TaoBao-სთან, რათა შექმნას მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები გაყიდული პროდუქციის გლობალურ მასშტაბებზე მიწოდებისთვის. ამ გზით შესაძლებელი იქნება, რომ მყიდველმა პროდუქტი 1 საათში მიიღოს.
პროექტი ადრეულ საცდელ ეტაპზეა და მიზნად ისახავს, რომ შექმნას ისეთი რაკეტა, რომელსაც ათ ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია 120 კუბურ-მეტრიან კონტეინერში.
პეკინში დაფუძნებული Space Epoch აღნიშნული მიზნის მისაღწევად, Yuanxing-1-ს იყენებს, რომელმაც გასულ წელს დაასრულა ტესტირება. კომპანია უახლოეს მომავალში განახორციელებს ახალ ტესტებსა და პრაქტიკულ ცდებს და აღნიშნავს, რომ მიზნების მიღწევა მოკლევადიან პერიოდში მარტივი არ იქნება.