ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ლარის დოლართან მიმართებით კურსს 2.80-ზე პროგნოზირებს

0
გაზიარება

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაგრძელდება. ორგანიზაციის განცხადებით, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის კუთხით პროგნოზი ნეგატიურია, რადგანაც უკვე აგვისტოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი, წინა თვესთან მიმართებაში დეფლაცია უნდა დაფიქსირდეს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ლარის კურსის სეზონურობაც.

“ლარის გამყარება წინა კვირაშიც გაგრძელდა, ამჯერად სებ-ის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციებითაც კი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად.

1-12 აგვისტოს პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 70 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ივლისში, აუქციონის გარეშე, დოლარის ყიდვამ 110 მილიონი შეადგინა. თავისთავად, მინიმუმ არ გამოვრიცხავთ, რომ აუქციონის გარეშე ინტერვენციებს აგვისტოშიც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, ინტერვენციების მოცულობა 70 მილიონ დოლარზე მეტიც შეიძლება ყოფილიყო. ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად ბაზრის ნეგატიური რეაქცია არ აღინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ კვირის ბოლომდე, როდესაც ლარმა პოზიციები დათმო და პარასკევის დღის ბოლოსათვის ბლუმბერგის მიხედვით აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.77-ით განისაზღვრა.

ცალსახაა, რომ ვალუტის წმინდა შემოდინების კუთხით, სეზონურობის არგუმენტები არსებობს, მაგრამ თუ ბაზრის მონაწილეები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი აზრით დიდწილად სწორედ ასეა ლარის სეზონურ მერყეობას სულ მცირე ნაკლებად ექნება ადგილი. მართლაც, არაა გამორიცხული, რომ „პარასკევის ავარდნა“, გარდა ლარის გარკვეულწილად ზედმეტად გამყარების აღქმისა, რასაც სებ-ის ინტერვენციებიც განაპირობებს, მე-4 კვარტალში სეზონური გაუფასურების მოლოდინმაც გამოიწვია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურსის სეზონურობა მის მიმდინარე დინამიკაში უკვე რამდენადმე მაინც გათვალისწინებულია”, – წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან მიმართებაში ნიშნული დაახლოებით 2.80-ს შეადგენს მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო/დოლარი დაახლოებით 1.05 იქნება და სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება.

“2023 წლისათვის ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებას ან სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმოს”,- წერს თიბისი კაპიტალი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!