ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

“თბილღვინო” უკრაინის ბაზარზე ღვინის ექსპორტს განაახლებს

0
გაზიარება

ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინო” უკრაინის ბაზარზე ღვინის გადატვირთვებს განაახლებს.

ქართული ღვინო უკრაინაში ექსპორტზე ივლისის დასაწყისში გავა. კომპანიის დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ამჟამად ისინი პარტნიორობას ოთხ კონტრაქტორთან აპირებენ.

“ოთხ პარტნიორთან თითო მანქანა გაიგზავნება. თითოეულში 15 000-16 000 ბოთლი ღვინო იქნება. მიუხედავად კომერციული რისკებისა და ლოგისტიკური პრობლემებისა, რაც უკრაინაშია, ჩვენ ამ ქვეყანაში გადატვირთვებს ვაახლებთ. ოთხი პარტნიორიდან ორი ძველია, ხოლო ორიც ახალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე და რთულ პერიოდში ახალი პარტნიორების მოძიებაც შევძელით. ამ ნაბიჯით, გვინდა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მხარი დავუჭიროთ.” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ “თბილღვინომ” აპრილში რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შეაჩერა, უკრაინაში კი წარმოქმნილი ლოგისტიკური და ეკონომიკური კოლაფსის გამო ქართული ღვინის გატანა ავტომატურად შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!