თბილისში ახალი ობიექტი “watt’s fish and chips”-ი გაიხსნა. კვების ობიექტი ბრიტანულ სამზარეულოს აერთიანებს. მთავარი ხაზი კი თევზი და ჩიფსია.
როგორც bm.ge-ს Fish and chips-ის დამფუძნებელმა მარინა მერაბიშვილმა განუცხადა, ობიექტი ძირითადად უცხოელ, კერძოდ ბრიტანელ და ამერიკელ მომხმარებელს მასპინძლობს.
მისივე თქმით, ობიექტი, რომელიც ერთდორულად 25 ადამიანს მასპინძლობს, მენიუში გარდა თევზისა და ჩიფსისა, წვნიანები და სხვა კერძებიცაა. რაც შეეხება ფასებს, Fish and chips-ის მენიუს ფასები 16-30 ლარამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ Fish and chips-ის პირველი ობიექტი საბურთალოზე მდებარეობს და ის მომხმარებელს მხოლოდ მიტანის სერვისს სთავაზობს. კომპანია წარმოებაში თეთრი თევზის ფილის გარდა, ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.