29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში ტარდება ამერიკული სტეიკის ფესტივალი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტეიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით „გასტრონომის“ ფილიალებში.
ამერიკული ორგანიზაციების, USMEF-ისა და U.S. Beef Checkoff-ის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში „გასტრონომის“ ყველა ფილიალში, 2 ნაჭერი სტეიკის შეძენისას, საჩუქრად წითელი ღვინო გადმოგეცემათ.
აშშ საქონლის ხორცის ექსპორტისა და წარმოების მოცულობის კუთხით მსოფლიოს პირველ სამეულში შედის. აშშ-ში მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. საქონლის დაბადებიდან მის დაკვლამდე და შემდგომ ხორცის გასაყიდად გაშვებამდე – ყველა საფეხური მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ფერმერს სწორედ ამ მკაცრი რეგულაციების დაცვა უწევს, რათა ხორცის რეალიზაციის უფლება მიეცეს.
გასტრონომი ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს ამერიკული წარმოების უმაღლესი კატეგორიის სტეიკის ნაჭრებს.