საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეები

თბილისში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

0
გაზიარება

თბილისში, 16-22 მაისს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება. ღონისძიების მიზანია, დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები. კვირეული საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება.

წლევანდელი მთავარი გამოწვევა covid-19-თან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე მიმდინარე ომიდან გამომდინარე შეცვლილი ემოციური და ეკონომიკური მდგომარეობა, თუ მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებული ბუნდოვნებაა. როგორც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს პრეზიდენტი გვანცა ბარაბაძე ამბობს, კვირეულის მიზანია, იმ ბიზნესების დახმარება, რომლებსაც პანდემიისა თუ ომის პერიოდში ოერორების კუთხით პრობლემები შეექმნათ.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიზნესს გავუზიაროთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავლის გადააზრებაში. შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ფედერაციის ქოუჩები მასტერკლასებს ჩაატარებენ ლიდერობის, სტრატეგიული აზროვნების, ემოციური ინტელექტის, ზოგადად, კრეატიული აზროვნებისა თუ წარმატების სტრატეგიების შესახებ, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, შექმნილ რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოს ახალი სტრატეგიებით შეხვდნენ,” – აღნიშნა გადაცემა “საქმიან დილაში” გვანცა ბარაბაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება და ის არის უფასო ყველა დაინერესებული პირისთვის. გარდა ამისა, წელს პირველად, ღონისძიება ქუთაისსა და ბათუმშიცაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!