თბილისის მერია 60 წლის და 60-ს გადაცილებულ პირებს საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დაუფინანსებს. შესაბამისი დადგენილება თბილისის საკრებულომ მიიღო.
დადგენილების თანხმად, პროგრამით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული 60 წლის და უფროსი ასაკის პირები. მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
ამასთან, მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში. დადგენილების მიხედვით, ეს სერვისი ჯამში თვეში 300 მოქალაქეს დაუფინსდება. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.
დადგენილების მიხედვით, მერიისგან დაფინანსების მისაღებად მოქალაქეები, უნდა მივიდნენ თავად მომსახურეობის მიმწოდებლებთან და იქ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
მოსარგებლეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/