მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივლისის პერიოდში, თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა გადაყვანას 226 მემანქანე ახორციელებდა – თბილისის მერია
მერიის ცნობით, შვიდ თვეში 226 მემანქანემ ჯამში, 5 432 423 ლარის თანამდებობრივი სარგო აიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ საანგარიშო პერიოდში ერთი მემანქანის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ, 3 434 ლარის ფარგლებშია.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1966 წელს გაიხსნა და მაშინ 6 სადგურს მოიცავდა. ამჟამად, მეტრო 2 ხაზისა და 23 მოქმედი სადგურისგან შედგება.