მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელებული კვლევის მიხედვით, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული.
თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.