თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ხის უკანონო მოჭრისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზრდება.
კალაძის თქმით, უკანონო ჭრებისთვის, ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმა 1000-დან 10 000 ლარამდე იზრდება;
ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოჭრილი ხის სახეობა ვერ დადგინდებოდა, მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით კი, აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის, ზიანის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები;
იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში, ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას, პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.