2023 წელს 11 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 13,2 მლნ ლარით, 328%-ით გაიზარდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 17,269 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 4,039 მლნ ლარი.
ასევე, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 329,807 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 11 თვეში – 254,757 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.