საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 8 227 756 ლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 7 835 964 ლარი.
ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთ თვეში, ივნისში, 1.2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმაა გამოწერილი. მაისში კი, როდესაც დედაქალაქის მერიის განმარტებით, პარკირების თანამშრომლები გადამზადებას გადიოდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ, ჯარიმების მოცულობამ 1 მლნ ლარს მაინც გადააჭარბა.
ასევე, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 106. 252 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 6 თვეში – 103.650 მლნ ლარი.