დღის სიახლეებისიახლეები

თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 28%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 28%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 1 072 აშშ დოლარს შეადგენს.

„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 103%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის დეკემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად – 36%-ით გაიზარდა გლდანში, მას მოსდევს ჩუღურეთის რაიონი -35%-იანი და მთაწმინდა 34%-იანი ზრდით.

კვლევის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად – 16.2%-ით დიდ დიღომში გაიზარდა, მას მოსდევს სამგორი – 15.5%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი დიდუბეა, სადაც ქირის ფასი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 14.9%-ით არის გაზრდილი.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!