ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

0
გაზიარება

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან – ამის შესახებ ინფორმაციას  სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ავრცელებს

,,ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილი ნაკადების ფონზე, სასტუმროებს სტუმრები მოაწყდნენ. რეალურად, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან. რომ გითხრათ, რომ რამე რადიკალურად შეიცვალა, ასე არ არის. პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, სხვა სექტემბრებთან შედარებით წელს, თბილისში სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია. ზუსტი კოეფიციენტის თქმა გამიჭირდება, რადგან თვე არ დამთავრებულა.უფრო მეტად პოლიტიკური ნაწილია, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეების 50% ეთნიკური ქართველია. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც, რომლებსაც უბრალოდ, რუსული პასპორტი აქვთ და არ უნდათ ომში წასვლა. სამწუხაროა, რომ საზღვარზე და საქართველოში, მათაც იგივე დამოკიდებულება ხვდებათ, რაც ეთნიკურ რუსებს“, – აცხადებს ალავერდაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!