დღის სიახლეებისიახლეები

თებერვალში ბაქო-სუფსის მილსადენით 100 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა

0
გაზიარება

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. თითქმის ათთვიანი გაჩერების შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენი თებერვალში ამუშავდა, რაც თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გამო, ჯეიჰანის პორტის 6-დღიანმა გაჩერებამ განაპირობა.

ამ მილსადენის ფუნქციონირება გასული წლის მაისიდან შეჩერდა და მიზეზად მილსადენის ოპერატორმა BP -იმ შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დაასახელა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯაიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებული იყო. გასულ თვეში საქართველოს გავლით 2.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა, მაშინ როდესაც იანვარში 2.5 მლნ ტონა იყო. მთლიანობაში 2 თვეში საქართველოს დერეფანით 4.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!