მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიეკონომიკა

“თელიანი ველის” მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია

0
გაზიარება

International Wine Challenge 2022- ზე “თელიანი ველმა” უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ასევე “თელიანი ველის” მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.

IWC 2022-ზე წარდგენილ “თელიანი ველის” ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს – Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.

ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:

  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 – Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 – ოქროს მედალი
  • გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 – ვერცხლის მედალი
  • თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 – ვერცხლის მედალი
  • თელიანი ველი, WINERY97  გაუფილტრავი საფერავი 2020 – ვერცხლის მედალი
  • გლეხური, ქისი ქვევრი 2019 –  ვერცხლის მედალი
  • გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 – ვერცხლის მედალი

ინფორმაციისთვის, International Wine Challenge მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. 

წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!