დღის სიახლეებისიახლეები

ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს

0
გაზიარება

ტექინსპექტირების შესაძლო გაძვირების საჭიროებაზე, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ ისაუბრა.

შიოლაშვილის თქმით, ტექდათვალიერების საფასურის გადახედვა 5 წელია არ მომხდარა, ეს მაშინ, როდესაც პერსონალის გადინების მაჩვენებელი არის კატასტროფულად მაღალი. ეს კი ცხადყოფს იმას, რომ არსებული რესურსებით ცენტრებს არსებობა გაუჭირდება.

“ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების ცენტრების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ჩვენ საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე, ძალიან გაუჭირდებათ ცენტრებს იმ რეალობაში, რომელშიც მანამდე მუშაობდნენ. მითუმეტეს, მკაცრი მონიტორინგის ფარგლებში, სულ უფრო კრიტიკული ხდება კომპეტენტური პერსონალის ყოლა. აქედან გამომდინარე, საჭიროება დგას იმის, რომ გადაიხედოს ეს პირველადი ტექინსპექტირების საფასური, რათა ცენტრებმა შეინარჩუნონ კვალიფიციური თანამშრომლები და არ მოხდეს მათი კომპანიებიდან გადინება“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები და 2025 წლიდან შესაძლებელი იქნება მომსახურების ფასის მატება.

ამ დროისთვის ცენტრებში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური 60 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!