დღის სიახლეებისიახლეები

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმის გაზრდის შემდეგ მომართვა15-20%-ით გაიზარდა-შიოლაშვილი

0
გაზიარება

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ცვლილების ამოქმედებამდე ქალაქში ტექინსპექტირების გავლის გარეშე დაახლოებით, 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ახლა კი ეს რაოდენობა შემცირებულია.

„მას შემდეგ, რაც ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმა გაიზარდა, ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვა გაზრდილია, შეიძლება ითქვას 15-20%-ით. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება მომართვაზე რეალურად ასახულია. სანამ ცვლილება განხორციელდებოდა, დაახლოებით, 200 ათასი ავტომობილი იყო ისეთი, რომლებიც ტექინსპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა, როდესაც ცვლილებები შევიდა, რაც გაძვირებულ ჯარიმებს შეეხება, ვფიქრობთ, ეს რაოდენობა შემცირებულია“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მარტში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით; იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება – 300 ლარის ოდენობით; იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. ცვლილებები მაისიდან ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!