2019 წელს გორში თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული გუნდის მეშვეობით საუკეთესო ობიექტი შეიქმნა,რომელიც უგემრიელესი კერძებითა და შესანიშნავი გარემოთი უკვე წლებია საზოგადოების განწყობასა და მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს
„ დღევანდელ რეალობაში სარესტორნო ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ „ტერასა გორი“ ადგილობრივ დონეზე ერთადერთი ტერასაა, აქედან გამომდინარე არ ვთვლით, რომ რომელიმე კონკრეტული ობიექტი ჩვენი კონკურენტია. არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტიც რომ ტერასა გორი გამორჩეულია განსაკუთრებულად გემრიელი კერძებითა და შესანიშნავი გარემოთი, რაც ადვილად შესამჩნევია ჩვენი სტუმრებისთვის არ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის,არამედ ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვისაც რომელიც მრავლად გვყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება ინტერიერს, ჩვენი სივრცეები გვაძლევს იმის საშუალებას რომ, შევქმნათ სხვადასხვა გარემო სხვადასხვა დიზაინით და მოვაწყოთ ისე რომ კომფორტულად იყოს მორგებული ყველა სტუმარზე“ –თენგიზ არჩუაძე, ტერასა გორის დირექტორი
„ ტერასა გორი“ რესტორანს შეუძლია ამ ეტაპზე 500 სტუმარს უმასპინძლოს, თუმცა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოების,რის შედეგადაც მათი რიცხვი 600-მდე გაიზრდება. 2023 წლის გაზაფხულიდან კი სტუმრებს სრულიად განახლებული სივრცეებით უმასპინძლებს. სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ტერასა გორის“ რამდენიმე ფილიალის გახსნაც იგეგმება.