The Tsinandali Estate, a Radisson Collection Hotel-ის გენერალური მენეჯერის, ალექსი კობელაშვილის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სასტუმროში რუსი და ბელარუსი დამსვენებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თუკი აქამდე Radisson Collection, ძირითადად, სტუმრებს ევროპული ბაზრიდან იღებდა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
რაც შეეხება ფასებს, კობელაშვილის განცხადებით, სასტუმროთი მომსახურების ღირებულება, წინა წლის პერიოდთან შედარებით, მიზერულად, თუმცა მაინც გაზრდილია.
„ძალიან მცირედით გავზარდეთ ფასები. პირიქით, ვცდილობთ მათ დაჭერას და შენარჩუნებას, რომ შეთავაზებული ფასი მომხმარებლებისთვის მისაღები იყო და არ დავკარგოთ ისინი,“ – ამბობს ალექსი კობელაშვილი.