ბიზნესი

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

0
გაზიარება

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და დანამატების გარეშე ამუშავებს, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, უშაქრო წვენებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, კომპანიაში 2, 300, 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტმა 600, 000 ლარი შეადგინა, მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგმა დააფინანსა. ამჟამად საწარმოში ხუთი სახეობის: ვაშლის, საფერავის, რქაწითელი-ვაშლის, ფორთოხლის და მულტიმიქსის წვენი მზადდება. შეფუთვა, ისევე როგორც „მაისის“ კონცეფცია, მთლიანად ეკომეგობრულია – მინისაა. შესაბამისად, პროდუქტის ფასი 3-4 ლარს შეადგენს და აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს. საწყის ეტაპზე „მაისი“ წელიწადში 1, 500, 000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს.

დღეის მდგომარეობით „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება შემდეგ ობიექტებზე: გუდვილი, აგროჰაბი, წერტი, ნოსტე, ტერმინალი, შუმბალენდი, ოქტოპუსი და სხვა. კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მაისის ჯანსაღი წვენი საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე. ამასთანავე, ძალიან მალე „მაისი“ უკვე ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„ნატურალური წვენების წარმოებაზე ჩემს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურად ვფიქრობდით. მიმაჩნია, რომ ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშველოვანი იყო შეგვექმნა მზრუნველი და პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც მხარს დაუჭერდა როგორც ქართველ ფერმერებს, ასევე შესაძლებლობას მისცემდა მომხმარებელს ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და სასარგებლო პროდუტზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „მაისი“. აქვე მინდა გამოვყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ კომპლექსურ ინდუსტრიაში, როგორიც არის წარმოება სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თიბისი ლიზინგისგან, რომელმაც დაინახა ჩვენს პროდუქტსა და გუნდში დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ კომპანიის სტარტაპ ეტაპზე სწორი პარტნიორების შერჩევა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც გვექნება,” – მარიამ ქოიავა, „მაისის“ თანადამფუძნებელი.

„ჩვენთვის, როგორც ბაზრის წამყვანი სალიზინგო კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის ხელშეწყობა. ასე შეგვაქვს წვლილი როგორც ახალი საწარმოების გამართვასა და ადამიანების დასაქმებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ვთვლით, რომ „მაისი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და დიდი წარმატება ელის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

ახალი საწარმო ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს, ხილის სეზონის გააქტიურებასთან ერთად კი, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მოვიდა დრო, როდესაც აქტუალურია ვიფიქროთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე – თეონა ბაღათურია

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წარმატებული ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, რომლებიც ადამიანურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!