“თიბისი მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანაში 44 სასტუმრო გაიხსნა”, – ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, ბანკის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარს შეადგენს.
გიორგი თხელიძის ინფორმაციითვე, ბაზრის 45%-იანი წილი ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ლიდერია.
„თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს“, – აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ტურისტული კომპლექსი გაიხსნა – კერძოდ, KASS LAND-ი, რომლის ღირებულებაც 120 მლნ ლარია. თიბისის თანამონაწილეობა კი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 10 მილიონ ლარს შეადგენს.