დღის სიახლეებისიახლეები

TikTok-ის გამოყენება ამერიკელ საჯარო მოხელეებს აეკრძალათ

0
გაზიარება

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტმის ბრძანების თანახმად სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლებს ამ უწყებების მიერ გაცემულ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალოთ. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება რისკები, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ TikTok-ის საშუალებით შესაძლოა, ამერიკელი საჯარო მოხელეების მონაცემები მოიპოვოს.

„აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციებსა და ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წვდომის საფრთხე იზრდება,“ – ნათქვამია ტეხასის გუბერნატორის განცხადებაში.

გრეგ ებოტმა სამთავრობო უწყებების თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივ მოწყობილობებზე, მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებსა და პლანშეტებზე, TikTok-ის ჩამოტვირთვა ან გამოყენება დაუყოვნებლივი რეჟიმით აკრძალა. მან TikTok-ის აკრძალვისა და ამ გადაწყვეტილების განმარტების წერილები ვიცეგუბერნატორ დენ პატრიკს, ტეხასის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, დეიდ ფილანსა და სამთავრობო უწყებათა ხელმძღვანელებს დაუგზავნა. გუბერნატორი ხაზგასმით განმარტავს შტატის ხელისუფლების პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კიბერსივრცეში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ნოემბრის ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება სამხრეთ დაკოტას გუბერნატორმა, კრისტი ნოემმაც მიიღო. მან საჯარო მოხელეებისთვის TikTok-ის აკრძალვის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ პლატფორმას, სავარაუდოდ, მონაცემების შეგროვების ფუნქცია აქვს, რასაც შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს. მაშინ კრისტი ნოემი იმედს გამოთქვამდა, რომ სამხრეთ დაკოტას ხელისუფლების მაგალითს აშშ-ის სხვა შტატებიც გაიზიარებდნენ და ჩინურ აპლიკაციას ადგილობრივ დონეზე აკრძალავდნენ.

2020 წლის 4 აგვისტოს შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომლითაც ByteDance დაავალდებულა, შეერთებულ შტატებში TikTok-ის ყველა აქტივზე უარი ეთქვა. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ კომპანიებზე, Oracle-სა და Walmart-ზე TikTok-ის ამერიკული სეგმენტის შესყიდვისთვის „წინასწარი ნებართვა“ გასცა. აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის შეშფოთება დაკავშირებული იყო ბრალდებებთან, რომ TikTok-ის მენეჯმენტი ეწევა პროპაგანდას და მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და TikTok-მა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის პლატფორმის მუშაობის საკითხის მოსაგვარებლად წინასწარი შეთანხმება შეიმუშავეს. მოელიან, რომ TikTok მართვის სისტემასა და მონაცემთა უსაფრთხოებაში ცვლილებებს შეიტანს, რისთვისაც მფლობელ კომპანია ByteDance-ს პლატფორმის გაყიდვა არ დასჭირდება. მხარეები შესაძლო შეთანხმებას ჯერ კიდევ განიხილავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ნომრის ამოცნობა თბილისსა და სხვა რეგიონებში 2,300 კამერას შეუძლია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7,379 ვიდეომეთვალყურეობის კამერა არის განთავსებული, საიდანაც 5,079 კამერა არის ზოგადი ხედვის, ხოლო მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობა 2,300 კამერას…

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს -…

19 სამოტივაციო ფრაზა – ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი

1.მო­მა­ვა­ლი მი­სია, ვინც რის­კავს და არა მისი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რან­ტი­ებს ეძებს - ბრა­ი­ან თრე­ი­სი, სპი­კე­რი, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი  2. წინსვლის სა­ი­დუმ­ლო და­წყე­ბა­შია - მარკ ტვე­ნი,…

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს

Black Sea Arena-ს ცნობით, OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს…

საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!