დღის სიახლეებისიახლეები

TikTok-ის გამოყენება კანადელ ოფიციალურ პირებს აეკრძალა

0
გაზიარება

1-ლი მარტიდან კანადის მთავრობა სამთავრობო მობილურ მოწყობილობებზე ჩინურ სოციალურ ქსელ TikTok-ის გამოყენებას უსაფრთხოების მიზნით აკრძალავს. ინფორმაციას გაზეთ The National Post-ის ელექტრონულ ვერსია ავრცელებს.

ოფიციალური ოტავა ამის შესახებ დღეს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საჯარო მოხელეთა ოფიციალურ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციები მოიხსნება. კანადის მთავრობის ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, TikTok-ის აპლიკაციის მონაცემთა შეგროვების ფუნქციამ მომხმარებლები შესაძლოა, კიბერშეტევებისგან დაუცველი გახადოს.

გუშინვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალური პირების მობილური მოწყობილობებიდან TikTok-ის ამოღებაზე გადაწყვეტილება „კანადელების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ იქნა მიღებული. ამასთან, პრემიერმა მოუწოდა კანადელებსა და ქვეყნის ბიზნესს, რომ ასეთი სამთავრობო სიგნალის შემდეგ ჩინური სოციალური ქსელის გამოყენებაზე საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ.

თეთრმა სახლმა აშშ-ის სამთავრობო უწყებებს სამუშაო მოწყობილობებიდან და სისტემებიდან აპლიკაცია TikTok-ის დეინსტალაციისთვის 30-დღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, შალანდა იანგის მიერ უწყებებისთვის დაგზავნილ წერილში წერია, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. თუმცა ახალი წესები მხოლოდ სამუშაო ტექნიკას ეხება და ოფიციალური პირების პერსონალურ მოწყობილობებზე TikTok-ის დაყენება კვლავ ნებადართულია.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!