რეგიონში მიმდინარე ომის და თურქეთში ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო, თხილის ბაზარზე ფასები მკვეთრად დაეცა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
გიორგი თოდუა ამბობს, რომ ფერმერებს რეალიზაციისთვის მხოლოდ საერთო მოსავლის 10-15% აქვთ დარჩენილი.
„რეგიონში საომარი მოქმედებების გამო, ლოჯისტიკა რა თქმა უნდა, გაძვირებულია, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, ფერმერებს მხოლოდ 10-15% აქვთ დარჩენილი. რაც შეეხება ფასს, გასულ წელთან შედარებით თხილი 2-3 ლარით ნაკლები ღირს. დღეს ერთი კილოგრამი თხილის ფასი დაახლოებით 4-5 ლარია, მაშინ როცა შარშან ამ დროს იგივე ხარისხის 7-8 ლარი ღირდა.
რეგიონში მიმდინარე ომის და თურქეთში ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო, ასევე პანდემიის გამო მოთხოვნა იყო ნაკლები და ამ ყველაფერმა ერთად, გამოიწვია შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს. გასული წლების გამოცდილებით მაისის ბოლომდე მთავრდება ხოლმე რეალიზაციის პროცესები“, – განაცხადა თოდუამ.