დღის სიახლეებიბანკებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებიფინანსები

ტოპ 5 ბანკი საქართველოში

0
გაზიარება

საბანკო სექტორის მოგება გასული წლის რეკორდულ მაჩვენებლებს ვერ იმეორებს.

აპრილში ბანკების წმინდა მოგება 109.3 მლნ ლარი იყო, მარტში არსებული 110.1 მილიონის შემდეგ. გასული წლის აპრილთან შედარებით კი, სექტორმა 37%-ით ნაკლები წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო. შარშან ამავე პერიოდში წმინდა მოგება 173 მლნ ლარს შეადგენდა.

4 თვეში კი, საბანკო სექტორი 522.8 მლნ ლარის  წმინდა მოგებას აჩვენებს. ამავე პერიოდში ბანკებმა სესხების შესაძლო დანაკარგების გამო, 166 მლნ ლარი დაარეზერვეს, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 31.3 მლნ ლარის ამორეზერვება მოახდინა, რაც მომგებიანობის ზრდაზე აისახება. 

მომგებიანი ბანკების ლიდერია „თიბისი ბანკი“, რომელმაც 279 მლნ ლარის მოგება მიიღო.

კომერციული ბანკების TOP – 5 მოგების მიხედვით / 2022 წლის 4 თვე

თიბისი ბანკი – 279,423 მლნ ლარი
საქართველოს ბანკი – 210,296 მლნ ლარი
ბაზის ბანკი – 21,719 მლნ ლარი
ლიბერთი ბანკი – 12,692 მლნ ლარი
კრედო ბანკი – 6,973 მლნ ლარი

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!