საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაზოგადოებასიახლეები

ტოპ 5 ბიზნესლიტერატურა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

0
გაზიარება

1.ამერიკელი მწერლისა და ბლოგერის მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. ის 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ ლიდერობას არ თმობს. წიგნი უკვე მილიონობით ადამიანმა წაიკითხა და „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერებს შორისაც მოხვდა.

მენსონი მარტივი ენით, ოდნავ სარკასტული ტონით, საინტერესო მაგალითებითა და არგუმენტებით გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ დეფექტებსა და ნაკლოვანებებს თვალი გავუსწოროთ და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. სირთულეების გადალახვის შემდეგ საკუთარი თავის შეცნობა და რეალობის სწორად გააზრება მომავალში სწორი ნაბიჯების გადასადგმელად მართლაც უმნიშვნელოვანესია. ცნობილი ბლოგერი კი, რომლის იდეებიც უკვე მსოფლიომ აიტაცა, სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება.

2.„ლურჯი ოკეანის“ ბესტსელერებს შორის მარკ მენსონის ნამუშევრების მოხვედრა ალბათ არავისთვის არის გასაკვირი. „ყველაფერი ტრა*შია“ 2019 წელს გამოიცა და მალევე მოექცა პოპულარობის ზენიტში.

წიგნში მარკ მენსონი სვამს მნიშვნელოვან საკითხს: მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში სწორედ ავტორი დაგეხმარებათ. ის სხვადასხვა ისტორიულ ფაქტზე, ფსიქოლოგების მოსაზრებებსა და მაგალითებზე დაყრდნობით აანალიზებს, რატომ არის ყველაფერი ცუდად მაშინ, როცა მსოფლიო ასე განვითარდა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა ისე გაიზარდა, როგორც არასდროს, მკითხველს კი წიგნის მეშვეობით სწორი დასკვნების გაკეთების საშუალება მიეცემა.

3.ჯორდან პეტერსონი – „ცხოვრების 12 წესი“

სანამ ბიზნესლიტერატურის კითხვას დავიწყებთ, როგორც წესი, ვინტერესდებით მისი ავტორით, რის მიხედვითაც გარკვეულწილად განვსაზღვრავთ, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს წიგნისგან.

წიგნი, რომლისგანაც ბევრის მიღებას შეძლებთ და კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებით, სწორედ ჯორდან პიტერსონის „ცხოვრების 12 წესი“ იქნება, რადგან ის ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტიდოტია.

ჯორდან პეტერსონი კანადელი ავტორი, პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორია ტორონტოს უნივერსიტეტში. მისი სწავლების სფეროებია სოციალური ფსიქოლოგია და პიროვნების ფსიქოლოგია. პეტერსონმა დიდი გავლენა მოახდინა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა, რომლის წიგნებიც მუდმივად ამშვენებს ბესტსელერთა სიას.

„ცხოვრების 12 წესი“ პირველად 2018 წელს გამოიცა და მას შემდეგ დაახლოებით 5 მილიონი წიგნი გაიყიდა. პეტერსონის ბესტსელერი ახლაც ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და მკითხველს თანამედროვე მსოფლიოს ქაოსის სწორად აღქმასა და ამ პროცესში საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება.

4.

მიშელ ობამა – „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“

ცხოვრება მოულოდნელობებითა და გამოწვევებითაა სავსე. უბრალო, მშვიდი ცხოვრებიდან ერთ დღეს შეიძლება ყურადღებისა და კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდე და მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდები ასეთ სიახლეს.

მიშელ ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი 2009-2017 წლებში, თავისი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს, რომელიც გამოწვევებით იყო სავსე. იგი გვიზიარებს გამოცდილებას, თუ რას ნიშნავს, იყო ზესახელმწიფოს პირველი ლედი, გქონდეს განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები და იყენებდე მათ.

მიშელ ობამა პატარა, მიზანდასახული, თუმცა უბრალო ოცნებების მქონე ბავშვი იყო, რომელმაც ჯერ ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი პირველი ლედი გახდა, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობაც დღემდე ყურადღების ცენტრშია. ავტორის გულწრფელობა და ისტორიები, რომლებსაც თავის წიგნში მოგვითხრობს, ბევრი მკითხველისთვის საკმაოდ შთამაგონებელი აღმოჩნდა.

5.

ბრაიან თრეისი – „მიზნები“

თუ მარკ მენსონი „ლურჯი ოკეანის“ ბესტსელერთა ჩამონათვალს მხოლოდ ახლა შეუერთდა, ბრაიან თრეისი აქ საპატიო ადგილს უკვე დიდი ხანია იკავებს. მისი წიგნი „შეჭამე ბაყაყი“ ბიზნესლიტერატურიდან ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია, რომელიც მარტივად გვიხსნის, როგორ გავხდეთ კიდევ უფრო შრომისუნარიანები და ეფექტიანები და როგორ შევასრულოთ ყველაზე რთული საქმე, რომელიც მახინჯი ბაყაყის შეჭმას უდრის.

რაც შეეხება „მიზნებს“, ავტორმა ის დაწერა ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ არ იციან, ამას რა გზებით მიაღწიონ. მდიდარი გამოცდილების მქონე მენტორი გვთავაზობს გონივრულ მეთოდებს, როგორ გავხდეთ უფრო ეფექტიანები და პარალელურად მძიმე შრომა ავირიდოთ თავიდან.

სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი, Brian Tracy International-ის დამფუძნებელი ბრაიან თრეისი წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტ ადამიანს უტარებს ტრენინგებს და პერსონალურ განვითარებაში ეხმარება. მისი წიგნები აღიარებულია, როგორც პრაქტიკული და თანამედროვეობას მორგებული ბიზნესლიტერატურა დამწყები და გამოცდილი პროფესიონალებისთვის.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!