„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია“-მ სტუდენტების მხარდაჭერისთვის ბაზარზე სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში, წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა ხელი შეეწყო და დახმარებოდა სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომ უკვე არსებულ ფასდაკლებებზე გაეკეთებინათ დამატებითი ფასდაკლება სტუდენტებისთვის.
ასოციაციას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტებისთვის მსგავსი კომფორტული სივრცის შექმნა გაუჭირდებოდათ, აქედან გამომდინარე გადაწყვიტა განათლების სფეროს დახმარებოდა, რომ აღნიშნული სერვისი სტუდენტურ ბონუსად ექცია.
აღნიშნული მიზნით SGBA-მ ასოციაციიში გააწევრიანა ის კომპანიები და ობიექტები, რასაც აქტიურად იყენებენ სტუდენტები: სწრაფი კვება, კვება, ტექნიკა, გასართობი ცენტრები, კლუბები, ტანსაცმლის მაღაზიები და ა.შ. აღნიშნული სერვისები განთავსდა salenews.ge ვებ. გვერდზე, სადაც მარტივი წვდომა და სააქციო ფასდაკლებები ელოდებათ სტუდენტებს. სტუდენტური ფასაკლების ბარათი – salenews card სტუდენტებს გადაეცემათ სიმბოლურ ფასად (2 ლარი) ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციის ფორმა ჩაშენებულია ვებ გვერდზე salenews.ge.
ბარათის შეძენის შემდეგ სტუდენტებს ფასდაკლება ექნებათ ახალგაზრდულ, პოპულარულ სფეროებსა და ობიეტებში, რაც კიდევ უფრო მეტ შეღავათს გაუწევს მათ ხარჯების განკარგვასა და ეკონომიურ მართვაში. ამჟამად 500-მდე ობიექტში არის სტუდენტური ფასაკლების salenews card-ის გამოყენების შესაძლებლობა.
სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ასოციაციას განსაზღვრული აქვს 30000-50000 სტუდენტური ფასდაკლების ბარათის გაშვება ლოკალურ ბაზარზე, რაც იგივე რაოდენობის პოტენციური მომხმარებლის ტოლფასია.