რეგიონებიRSS კატეგორიაკახეთი

წილკანში ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა 

0
გაზიარება

წილკანში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო TIMEO ამოქმედდა.

bm.ge-სთან TIMEO-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საწარმომ სატესტო რეჟიმით დაიწყო მუშაობა და მოსახლეობისგან 400 000 ლარის ღირებულების 300 ტონა ველური ლოკოკინა ჩაიბარა.

მისივე თქმით, მიზანი წელიწადში 1000 ტონა ველური ლოკოკინის გადამუშავებაა, წელს კი გეგმაში 400 ტონამდე ასვლაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია საბოლოოდ ორ პროდუქტს: გაყინულ ხორცსა და სტერილიზებულ ნიჟარებს მიიღებს, რომლებიც კომპანიის პარტნიორებთან გაიგზავნება, შემდგომ კი ისინი პროდუქციას თავიანთი ბრენდის ქვეშ გაყიდიან.

„ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით დავიწყეთ მუშაობა. შემდეგი კვირიდან უკვე სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. ამ პერიოდის განმავლობაში 300 ტონა უკვე ჩავიბარეთ, ანუ მოსახლეობისგან დაახლოებით 400 000 ლარის ველური ლოკოკინა ვიყიდეთ. კილოგრამს 1.30 ლარად ვიბარებთ. ინტერესი ძალიან მაღალია, პროდუქტს დიდი აქტიურობით აბარებენ. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ექსპორტის მიმართულებით ხელშეკრულებებს უკვე ვაფორმებთ, დეტალებს მოგვიანებით გავაჟღერებთ,“ – აცხადებს TIMEO-ს გენერალური დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!