დღის სიახლეებისიახლეები

თურქეთის ბაზრის გახსნით მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შემცირდა

0
გაზიარება

თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შევამცირეთ, მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც ძალიან ხელშესახები შედეგია, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესდებით კი დამატებით 40%-ით გაიაფდება მედიკამენტები – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის თქმით მთავარია,რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს და ამ მიზნით, 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.

„მედიკამენტების ფასებზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი დისკუსია და შევძელით ის, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ მედიკამენტების ფასის საგრძნობი შემცირება, 80%-ით შემცირება. ახლა ჩვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და მადლობა პარლამენტს, რომ მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს დამატებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები, როგორც მოგახსენეთ, შემცირებულია 60-80%-ით, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია. ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული და როგორც მოგახსენეთ, 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე უკვე დაწესდება რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან და შემდეგ ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს აღნიშნული რეფორმა. ასევე, ჩვენთვის მთავარია, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს. 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ „ჯიემპის“ და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე „ჯიდიპის“ სტანდარტზე გადასვლა დასრულდება“,-  ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!