თურქულმა საძიებო-საბურღმა გემმა “ფათიჰმა” შავი ზღვის Chaycuma-1-ს ბლოკში, 3000 მეტრის სიღრმეზე 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა, – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.თურქეთის შავი ზღვის გაზის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას აქვს გადაწყვეტილი, გახდეს ენერგეტიკული ცენტრი კასპიის ზღვის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვისთვის.