Twitter-ზე ტრადიციული ფრინველის ლოგო შიბა ინუს ძაღლით შეიცვალა, მკაფიო ნიშნით Dogecoin-ზე.
ელონ მასკმა საზოგადოებას შეახსენა ერთი წლის წინანდელი პოსტი, რომელშიც სხვა მომხმარებელმა მასკს შესთავაზა „უბრალოდ იყიდოს Twitter“ და „ჩიტის ლოგო შეცვალოს Dogecoin-ის ძაღლით“. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ლოგოს შეცვლა მუდმივი. მასკი ცნობილია იმით, რომ ტვიტერს იყენებდა თავისი თაყვანისმცემლების და ოპონენტების გასატროლად.
Dogecoin-ის კურსზე 24 საათში 25%-ით გაიზარდა და 10 ცენტს მიუახლოვდა. ნახტომამდე კურსი 8 ცენტზე ნაკლები იყო.
მანამდე, მილიარდერმა აშშ-ს სასამართლოს სთხოვა გადაედო 258 მილიარდი დოლარიანი სარჩელი, რომელშიც მას ბრალი ედება ფინანსური პირამიდის შექმნაში Dogecoin კრიპტოვალუტის მხარდაჭერისთვის. ილონ მასკის ადვოკატებმა Dogecoin-ის ინვესტორების სარჩელს “უცნაური ფაბრიკაცია” უწოდეს, მასკის “უწყინარი და ხშირად სულელური ტვიტების” გამო Dogecoin-ის შესახებ.
Dogecoin 2013 წლის 6 დეკემბერს შეიქმნა, ამ კრიპტოვალუტას წარსულში მასკი აქტიურად უჭერდა მხარს.