დღის სიახლეებისიახლეები

თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს სიმთვრალეზე ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები შეამოწმებენ

0
გაზიარება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

„კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება ფრენის უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფილი იქნება ინსპექტირების პროცესის დახვეწით“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ქვრივიშვილის განმარტებით, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან ცვლილებების შეტანით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით. ცვლილება შედის „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის“ ტერმინის განმარტებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ: „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი“. ასევე ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის ან საწარმოს მიერ.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!