2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 128,9%-ით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 8 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2,613,206 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში – 1,141,386 ლარის.