დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებიფინანსები

“უძრავი ქონების ასოციაციის” განცხადება

0
გაზიარება

თბილისთან ახლოს, აგარაკის ქირაობაზე ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა ერთი თვით წელს საშუალოდ $3 500 ღირს, მაშინ, როცა 2021 წელს 1 500$ ღირდა.

მისივე განმარტებით, ფასების მატება აგარაკებზე რუსი და ბელარუსი მიგრანტების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ ავტომატურად გამოიწვია.

“2022 წლის ზაფხულის დადგომასთან ერთად ქალაქგარეთ ბინების გაქირავებაზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-50%-მდე გაიზარდა, რასაც ქვეყანაში რუსი და ბელარუსი მოქალაქეების შემოდინებას, ასევე ინფლაციურ პროცესებს ვუკავშირებთ. მოთხოვნა ძირითადად წყნეთზე, საგურამოსა და წავკისზეა. ეს ადგილები ლიმიტირებულია და რთულია ის ყველამ იქირაოს”, – აღნიშნა მებაღიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!