საზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

უკრაინიდან ჩამოსული ბიზნესების დასახმარებლად უკვე $2,5 მლნ მოგროვდა

0
გაზიარება

როგორც, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის პაკეტის ფარგლებში 2,5 მლნ დოლარი მოგროვდა. მისივე თქმით, ფონდი ზემოაღნიშნულ პროგრამაზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

„ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკვე შეირჩა კომპანიების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ესაა:

გრანტი – გრანტის სახით გაცემული თანხა მოხმარდება უკრაინული ბიზნესების რელოკაციის ხარჯებს. პირდაპირი ტექნიკური დახმარება – ეს კომპონენტი გულისხმობს კომპანიებისთვის იურიდიული, საგადასახადო თუ ფინანსური კონსულტაციების მომსახურების თანხის ანაზღაურებას. უპროცენტო სესხი – სამწლიანი მარტივი სესხი, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი თანხის ამორტიზაციის სტანდარტულ გრაფიკს და კომპანიების საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენება. საინვესტიციო თანხა – პროგრამის ძირითადი კომპონენტი, რომელიც ასევე გამიზნულია კომპანიების ოპერაციების მხარდასაჭერად.

ამ ეტაპისთვის პროექტის მოცულობა 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ჰოლანდიური განვითარების ბანკ FMO-სთან,“- განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ფონდი საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მათ შორის DFC და FMO.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!