ინფრასტრუქტურის სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია.
„მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, ოდესის, ჩერნომორსკისა და პივდენის პორტებიდან აგვისტო-სექტემბერში 241 გემი გაიგზავნა, მათ შორის 176 სექტემბერში, ხოლო 65 გემი აგვისტოში გავიდა.
ოდესის პორტიდან 74 გემმა 1,5 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა, ჩერნომორსკის პორტი 111 გემმა 2,1 მლნ ტონა მოცულობით დატოვა, ხოლო პივდენის პორტიდან 56 გემმა 1,9 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა.
უკრაინიდან ექსპორტირებული სიმინდის 58% ევროპაში, ხოლო ექსპორტირებული ხორბლის 68% აფრიკასა და აზიაში გავიდა.