Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამერიკელი ბიზნესმენის უორენ ბაფეტის კომპანიამ Berkshire Hathaway შეიძინა მიკროსქემების მწარმოებელი მსოფლიოში წამყვანი ტაივანური კომპანია TSMC-ის აქციების წილი. შენაძენის ღირებულებამ 5 მლრდ დოლარი შეადგინა.
Berkshire Hathaway-მ სამ თვეში TSMC-ის 60 მლნ დეპოზიტარული აქცია შეიძინა.
„ბაფეტი დიდი ხანი თავს არიდებდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიას და ამბობდა რომ არ სურდა ინვესტირება ბიზნესში, რომელიც არ ესმოდა. თუმცა ბოლო წლებში მისი პოზიცია შეიცვალა და ის სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებში“ – Bloomberg
ტაივანი მსოფლიოში ლიდერია მიკროსქემების წარმოების კუთხით, ხოლო იქ ბაზირებული TSMC ამ ინდუსტრიაში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 50%-ს აღემატება.