დღის სიახლეებისიახლეები

უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში დაბეგვრის წესი იცვლება

0
გაზიარება

უძრავი ქონების, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში დაბეგვრის წესი იცვლება,რასაც  საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები გულისხმობს. ცვლილება 2024 წლიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე ავრცელებს

„როდესაც ფიზიკური პირი ახორციელებს მის საკურებაში არსებული ქონების ან აქტივის რეალიზაციას და ეს არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობაში, რეალიზაციიდან კი მიიღებს ნამეტ შემოსავალს, მისი დაბეგვრის წესი იცვლება. აქამდე ასეთი ნამეტი შემოსავლის დაფიქსირების დროს დეკლარირება და გადახდა ხდებოდა წელიწადში ერთხელ ან ოპერაციის განხორციელების მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე – ფიზიკურ პირს უნდა მოეხდინა დეკლარირება და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მიღებული ცვლილების თანახმად კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან გასხვისებულ ასეთ ქონებაზე, იქნება ეს ავტომობილი, საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი, მესაკუთრეები უკვე დაიბეგრებიან ყოველთვიურად და გადაიხდიან ყოველთვიურად.

მაგალითისთვის, კონკრეტულ თვეს განხორციელდა რეალიზაცია, მივიღეთ ნამეტი შემოსავალი, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მოხდება დეკლარირება და გადახდა. ეს ცვლილება ბინას/საცხოვრებელ სახლს შეეხება იმ შემთხვევაში თუ საკუთრების შეძენიდან არ არის გასული 2 წელი. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა ბინა შეისყიდა 1 წლის წინ 100 ათას ლარად და გაყიდა 120 ათას ლარად, შეძენიდან კი არ არის გასული 2 წელი, ამ შემთხვევაში 20 ათასი ლარი არის ნამეტი და დაიბეგრება 5%-ით ბინაზე. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ შესყიდვიდან არ არის გასული 6 თვე და რეალიზაციით მიიღო ნამეტი შემოსავალი აქაც 5%-ით დაიბეგრება და მოხდება დეკლარირება უკვე ყოველთვიურად.

წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები, როგორც დეკლარირების წარდგენაზე, ასევე გადაუხდელობაზე, მაგალითად, თუ პირი დააგვიანებს დეკლარაციის წარმოდგენას სანქცია არის კუთვნილი გადასახდელი თანხის 5%, იმ შემთხვევაში კი თუ დაგვიანებულ თვეთა რაოდენობა აღემატება 2 თვეს არაუმეტეს 10%-სა,“ – აღნიშნა დგებუაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!