საქართველოში ვაშლის იმპორტი 2024 წლის იანვარ-მაისში წლიურად 329%-ით გაიზარდა. გასული წლის ხუთ თვეში თუ საქართველოში 998 ათასი დოლარის ვაშლი შემოვიდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 4.279 მლნ დოლარის პროდუქტი. 2024 წლის ხუთ თვეში ვაშლის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, ირანი და პოლონეთი იყო.
2024 წლის იანვარ-მაისში წლიურად 539%-ით არის უკრაინიდან ვაშლის იმპორტი გაზრდილი. შარშან პირველ ხუთ თვეში თუ საქართველომ უკრაინისგან 247 ათასი დოლარის ვაშლი იყიდა, წელს 1.579 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
156%-ით არის გაზრდილი თურქეთიდან საქართველოში ვაშლის იმპორტი იმავე პერიოდში. უფრო კონკრეტულად, წელს თუ შემოვიდა 1.622 მლნ დოლარის პროდუქტი, შარშან იმავე პერიოდში თურქეთიდან ქვეყანამ 634 ათასი დოლარის ვაშლი იყიდა.
რაც შეეხება სომხეთს, შარშან იანვარ-მაისში სომხეთს საქართველოში ვაშლის ექსპორტი არ განუხორციელებია, წელს კი ექსპორტზე ქვეყანაში 452 ათასი დოლარის ვაშლი შემოიტანა. ანალოგიური მდგომარეობაა ირანთან მიმართებაშიც, ირანიდან საანგარიშო პერიოდში გასულ წელს საქართველოში ვაშლის იმპორტი არ განხორციელებულა, წელს კი იმპორტირებულია 327 ათასი დოლარის პროდუქტი.
პოლონეთის შემთხვევაში, იმპორტი გაზრდილია 166%-ით. კერძოდ, გასული წლის პირველ 5-თვეში საქართველოში პოლონეთიდან შემოვიდა მხოლოდ 38 ათასი დოლარის ვაშლი, წელს კი 101 ათას დოლარამდეა გაზრდილი.