დიზაინიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ვინ არის ესპანელი,რომელიც მსოფლიოს აცმევს?

0
გაზიარება

inditex group-ის დამფუძნებელი, 80 წლის ამანსიო ოირტეგა გაიონა ესპანეთის ჩრდილო დასავლეთით,გალისიის პატარა პროვინციულ ქალაქ ლა-კორუნიაში განმარტოებით ცხოვრობს. მისი უსაზღვრო სიმდიდრის მთავარ წყაროს- ბრედ ,,ზარას” მილიონობით მყიდველ-თაყვანისმცემელთაგან ბევრმა არც იცის მისი სახელი.ბიზნესმენს არ უყვარს საჯარო გამოსვლები და კატეგორიულ უარს ამბობს ინტერვიუებზეც და მაინც, პარიზის, მილანისა და ნიუ-ორკის ბრწყინვალების მიღმა, მან შექმნა სამოდელო იმპერია და მსოფლიოს ბევრი დიდი თუ პატარა ქალაქი ,,დაიპყრო”. მან იხელმძღვანელა ორი ძირითადი პრინციპით:მიეცით კლიენტებს, რაც სურთ და გააკეთეთ იმაზე სწრაფად,ვიდრე სხვები აკეთებენ!

ამანსიო ოირტეგა მის ერთ-ერთ ბიზნეს გაკვეთილში ამბობს ,, ფული მიზნად არ უნდა გექცეს”

რას ნიშნავს ეს?- ოირტეგა ღარიბი ოჯახიდან იყო, რკინიგზელ მამასა და მოსამსახურე დედას ფული საარსებოდ ძლივს ჰყოფნიდათ. ,,ამ ქვეყნად ყველას რაღაც დანიშნულება გვაქვს” ამ ფრაზას ოირტეგა ხშირად იმეორებს, რადგან ზუსტად იცის რა უნდა და რა მისია აკისრია ცხოვრებაში.ამ ,,კოლოსარული შენობის” ასაშენებლად პირველი ნაბიჯიც, სწორედ, რომ ოჯახის დასახმარებლად გადადგა და მომავალში მისი მოტივაცია მხოლოდ ფული აღარ ყოფილა, რადგან მისთვის ეს არ არის საკმარისი: ,, არსებობს რაღაც,გაცილებით სიღრმიუსეული,რაც,ბავშვობიდან მოყოლოებული,მუშაობას მაიძულებს” ოღონდ ,,მას” ფული ნამდვილად არ ჰქვია,თუმცა,არსებობს სხვა მიზეზები,რასაც საკუთარ თავში მივაკვლიე და რაც მუხჩაუხრელად მუშაობის სტიმულს მაძლევს. თუნდაც დღემდე შენახული მაქვს სანუკვარი ნივთი -gala-ს კონტრაქტი,ის პირველი მაღაზიისაა,სადაც ოდესღაც ვმუშაობდი.”-ამბობს ამანსიო იორტეგა.

Zara Founder and Billionaire Amancio Ortega's Net Worth, Life, Houses

ამიტომაცაა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი კონკრეტული მიზნების დასახვა და მის განსახორციელებლად თავდაუზოგავი შრომა. ,, მხოლოდ ფულისთვის ბიზნესის წამოწყება დროის ფუჭი ხარჯვაა. როდესაც შენც იმდენს გამოიმუშავებ,რასაც ჩვენ,უკვე აშკარაა,რომ,შესაძლოა მეტი ჩვენც აღარ დაგვჭირდეს. ჩემთვის ფულს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს-ის მიზნების მისაღწევად მჭირდება. და, თუკი უკვე წარმატებული ხარ,მნიშვნელოვანია,დაეხმარო მათ,ვინც შენზეა დამოკიდებული,რათა მათი ცხოვრებაც უკეთესი გახდეს”,-ამბობს იორტეგა

ის ამბობს,რომ არასდროს არ უნდა შეწყვიტო ზრდა.

,,მაშინაც,როცა არაფერი მებადა,განვითარებასა და ზრდაზე ვოცნებობდი. ჩვენ არასდროს ვისვენებდით და არც იოლ გზებს ვეძებდით. ოპტიმიზმი შესაძლოა ნეგატიურ ემოციადაც მივიჩნიოთ. საჭიროა ,გარისკო!ახალი იდეები ყოველდღიურად ჩნდება და ჩვენ წინასწარ არაფერი გვაქვს დაგეგმილი. ზრდა-გადარჩენის მექანიძმია.ზრდის გარეშე კოპანია კვდება”,-ირწმუნება ოირტეგა.

პირველი ,,ზარა” 1975 წელს გაიხსნა ლა-კორუნიაში და 80-იან წლებში მისი ქსელი მთელს ესპანეთს მოედო,მაგრამ ეს ოირტეგასთვის საკმარისი არ იყო,მას ყველა სამოდელო დედაქალაქის დაპრობა სწყუროდა! მართლად, ზარას პირველი მაღაზია 1988 წელს გახსნა პორტუგალიაში, 1989 წელს ნიუ-ორკში,1990 წელს პარიძში.

1980-იანი წლების შუაში იორტეგა მიხვდა,რომ ერთი ბრენდი საკმარისი არ არის მოსახლეობის ყველა კატეგორიის დასაკმაყოფილებლად,ამიტომ 1991 წელს მან შექმნა ყოველდღიური ტანსაცმლის არცთუ ისე ძვირი,ახალგაზრდული ბრენდი pull&bear.ამის შემდეგ წილი შეიძინა massimo Dutti-ისგან,რომელიც საშუალოზე მეტი შემოსავლის მქონე კლიენტებს აცმევდა.1998 წელს გამოჩნდა Bershka,რომელიც ,,ტუსოვკების” მოყვარულ ახალგაზრდა გოგონებს სთავაზობდა ტანსაცმელს,ხოლო 1999 წელს მან შეისყიდა თინეიჯერული ტანსაცმლის ბაზარზე მთავარი კონკურენტის stradivarius-ის ქსელი, მოგვიანებით 0ysho და შეიქმნა ფონდი ,,ამანსიო ოირტეგა”რომელიც კერძო არაკომერციული ორგანიზაცია იყო, ორიენტირებული კვლევებზე, განათლებასა და მეცნიერებაზე.

დღეს inditex-ი ტანსაცმლის ბაზრის კომპანიების უმსხვილესი გაერთიანებაა 88 ქვეყანაში არსებული 6777 მაღაზიით,რომელთა რაოდენობა დაუსრულებლად იზრდება.

იორტეგას თქმით, მისი ,,კომპანიის მთავარი მიზანი-მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა მარავალათასიანი არმიის მოდური ტანსაცმლით დაკმაყოფილებაა. საამისოდ ყველა ქვეყანაში მუდმივად უნდა ვესწრაფოდეთ ნოვატორებს,კრეატიულობასა და კულტურული სიახლეების წადგენას!

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!