დღის სიახლეებისიახლეები

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება ან სქემის ნებაყოფლობით დატოვება

0
გაზიარება

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელის შესაბამისად დაანგარიშდება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.

დაგროვებითი პენსია საპენსიო ასაკში

საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. ამასთან, ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც. (განსხვავებების შესახებ სოციალურ და დაგროვებით პენსიებს შორის შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ)

იკარგება თუ არა თანხა მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით  ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.

ვის შეუძლია სქემის ნებაყოფლობით დატოვება?

საპენსიო დაგროვებითი სქემის ამოქმედების მომენტში, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, ის პირი ვინც იყო 40 წლის ან მეტის, სქემაში ერთვება სავალდებულოდ, თუმცა ჩართვიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის განმვალობაში აქვს უფლება დატოვოს სქემა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ყველა სხვა მონაწილისთვის სქემაში გაწევრიანება და მონაწილეობა არის სავალდებულო.

დაგროვებითი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება.

დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის

უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.

 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!