საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ტურიზმის დარგში არსებული ვითარება და, პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი საგადასახადო შეღავათის შემოღების შესახებ. ეს სიახლე მხოლოდ 2021 წლის ქონების გადასახადს შეეხება და მოიცავს დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად.
ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:
• სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება