დღის სიახლეებიბანკებიეკონომიკამარკეტინგი და გაყიდვებიმომსახურების სფეროფინანსები

Visa თუ Mastercard – რომელი ლიდერობს საქართველოს ბაზარზე?

0
გაზიარება

ციფრულ სამყაროში ნაღდი ფულადი გადახდები უკანა პლანზე იწევს, პარალელურად კი დისტანციური საბანკო მომსახურებები ვითარდება და საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა იზრდება. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საბანკო ბარათების პროცესინგის ბაზარზე ორი დომინანტი კომპანია – Visa და Mastercard-ი საქმიანობს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.3 მილიონი სადებეტო და 821 ათასი საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.7 სადებეტო და 0.2 საკრედიტო ბარათი მოდის ანუ, ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელს ერთზე მეტი სადებეტო ბარათი აქვს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს კი საკრედიტო ბარათი აქვს. 

2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 2.21 მილიონი სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 3.72 მილიონს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 345 ათასია. 

სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით ასეთია:

Mastercard/Maestro – ბაზრის 59%;
VISA – ბაზრის 35%;
სხვა სისტემები – ბაზრის 5.5%.

საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის ასე იყოფა:

VISA – ბაზრის 20%;
Mastercard/Maestro – ბაზრის 13%;
სხვა სისტემები – ბაზრის 67%.

ამ ბარათებით ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლის ჯამური მოცულობაც საშუალოდ დღეში 125 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 5 წლის წინ, დღეში 450 ათასზე ნაკლები საბარათე გადახდა სრულდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი დღეში 45 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რამდენჯერმე გაიზარდა. 

ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 2,800-ზე მეტი ბანკომატი და 80,000 პოს-ტერმინალი არის განთავსებული

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!