,, წამწამების დაგრძელება” – 1927 წელს მაქს ფატორმა გამოიგონა, წამწამების მოცულობის გაზრდა-ეს არის საშუალება, რომლითაც ქალბატონები კიდევ უფრო ლამაზები და თავდაჯერებულები არიან.
ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის პროფესიონალი ლაშ მეიქერი, ტრენერი – ნანა კოკოზაშვილი Geobusinessnews-ge- სთან წამწამების მოცულობის, ეფექტისა და დაგრძელების შესახებ ~ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს
„ მათ ვისაც სურთ თვალს მიანიჭოთ მდიდარი ელფერი მაშინ, ეს თქვენთვისაა. წამწამების მოცულობის გაზრდა გაძლევთ საშუალებას რომ ყოველ დილით ფორმაში იყოთ და ნაკლები დრო დახარჯოთ მოწესრიგებაში,რაც მთავარია თავს ვარიდებთ ტუშის წასმის ყოველდღიურ რუტინას, რაც არც თუ ისეთი სასიამოვნო პროცესია საღამოს ტუშის მოშორება
წამწამების მოცულობა და ეფექტები:
არსებობს წამწამების-
- კლასიკური
- 2დ მოცულობა
- 3დ მოცულობა
- 4დ მოცულობა
- მეგა მოცულობა
კლასიკური ანუ ბუნებრივი მოცულობა – კლასიკა ნიშნავს,ჩვენს ბუნებრივ ერთ წამწამზე ვდებთ ერთ ხელოვნურ ღერს. ივსება წამწამების ყველა ბუნებრივი ღერი. ეს, მოცულობა ძალიან ნაზია და გამოიყენება ისეთი ქალბატონებისთვის ვისაც არ მოსწონს სიხშირე.
2დ მოცულობის შემთხვევაში ბუნებრივ ღერზე ვდებთ ხელოვნურ ორ ღერს ( ივსება ყველა ბუნებრივი ღერი)
3დ მოცულობის – შემთხვევაში ვიღებთ სამ ხელოვნურ ღერი ერთ ბუნებრივ წამწამზე ( ივსება ყველა ბუნებრივი ღერი)
4დ მოცულობის – შემთხვევაშიც ოთხი-ხუთი ხელოვნური ღერი ერთ ბუნებრივ წამწამზე აქაც ივსება ყველა ღერი.
მეგა მოცულობა – რაც შეეხება მეგა მოცულობას ვიღებთ 8-9ღერს კეთდება კონა და ვადებთ ერთ ბუნებრივ ღერზე გაშლილ კონას, ივსება ყველა ბუნებრივი ღერი და გამოდის საკმაოდ ხშირი და მოცულობითი.
- არსებობს დახრები : B. C. CC. D. D+. L. LC. M.N. და სხვა
ამ დახრებს სპეციალისტი თვალის ჭრილის მიხედვით არჩევს.
წებო – წებო რომ განვიხილოთ, ხშირად გვესმის ფრაზა რომ საშიში ხომ არაა?!
ხომ არ დამწვავს?!
წებო, შედგება ციანაკრილისგან, სტაბილიზატორისგან და პიგმენტისგან,
ციანაკრილატი კიდევ სამჯგუფად იყოფა…
- მეთილი – ციანაკრილატი არის საკმაოდ ტოქსიკური
- ეთილი – ნაკლებად ტოკსიკური
3.ალკიქსია – კიდევ უფრო ნაკლებად ტოკსიკური,
უმეტეს წებოში შევხვდებით სამივე ჯგუფს….
ტარების ხანგრძლივობაც ამაზეა დამოკიდებული რაც უფრო ძლიერია წებო მით უფრო დიდხანს ძლებს.
დაგრძელების დროს გაღიზიანებას და ტკივილს იწვევს :
1) როდესაც სპეციალისტი კანზე მუშაობს.
მომხმარებელს, თვალის გახელის შემდეგ ექნება ჩხვლეტის შეგრძნება და იწვევს საშინელ დისკომფორტს.
2)როდესაც მომხმარებელი პროცედურის დროს ხშირად ახელს თვალებს, წებოს უხილავი ორთქლი წვავს თვალს და გახელის შემდეგ შესაძლოა გამოწვეული იყოს თვალის სიწითლე და სიმშრალე.
სწავლების სარეგისტაციო ლინკი : https://www.instagram.com/p/Cn8rAWBs_RE/?igshid=YmMyMTA2M2Y=