წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია:
- გაერთიანებული სამეფო – 168.3 მლნ. აშშ დოლარი,
- თურქეთი – 71 მლნ. აშშ დოლარი,
- ნიდერლანდები – 62.7 მლნ. აშშ დოლარი,
- ჩეხეთი – 55.6 მლნ. აშშ დოლარი,
- მალტა – 36.7 მლნ. აშშ დოლარი,
- რუსეთი – 28.1 მლნ. აშშ დოლარი,
- აშშ – 15.5 მლნ. აშშ დოლარი,
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 11.7 მლნ. აშშ დოლარი,
- იაპონია – 10.5 მლნ. აშშ დოლარი,
- აზერბაიჯანი – 9.1 მლნ. აშშ დოლარი