Wizz Air-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებენ, 10 000 უფასო ბილეთი გამოყო. ეს ლტოლვილები მონაწილეობენ ბრიტანეთის მთავრობის სავიზო პროგრამაში სახელწოდებით, „საცხოვრისი უკრაინისთვის.“ ინფორმაციას უკრაინული „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.
ავიაკომპანია უფასო ბილეთებს საქველმოქემდო ორგანიზაციებთან, Choose Love-თან, The Shapiro Foundation-თან, The Steve Morgan Foundation-თან და USPUK-თან პარტნიორობით გასცემს.
ინიციატივა ამ შაბათ-კვირას დაიწყება, ხოლო მოგზაურობის პერიოდი 14 მაისიდან 15 ივნისამდე გაგრძელდება. 5 მაისის მდგომარეობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „საცხოვრისი უკრაინისთვის“ პროგრამით უკრაინელებზე 95 000-ზე მეტი ვიზა გასცა, ხოლო 37 000-ზე მეტი უკრაინელი დიდ ბრიტანეთში უკვე ჩავიდა.
Wizz Air-ის უფასო ბილეთები 61 მარშრუტზე არის ხელმისაწვდომი. მასში თითოეული მგზავრისთვის გათვალისწინებულია ერთი ხელბარგი და ერთი დარეგისტრირებული ბარგი 32 კგ-მდე.