ბიზნესიდღის სიახლეებისაზოგადოება

Wolt Market – ონლაინ შოპინგი ყველაზე სწრაფად და მარტივად

0
გაზიარება

ონლაინ შოპინგი სულ უფრო მარტივი, მოხერხებული და სწრაფი ხდება. სურსათის და პირველადი საჭიროების ნივთების ონლაინ შეკვეთა მომხმარებელს მნიშვნელოვან დროს უზოგავს, შედეგად შოპინგის ეს გზა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

პროდუქციის ონლაინ შეკვეთისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა პროდუქტის ხელმისაწდომობა და მიტანის სწრაფი სერვისია. სწორედ ამ ფასეულობას სთავაზობს თავის მომხმარებელს ვოლტის ონლაინ სუპერმარკეტი Wolt Market, რომლის პირველი ფილიალი თბილისში ამ წლის იანვარში გაიხსნა. დღეს კი Wolt Market ქალაქში უკვე ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი და მისი სერვისით სარგებლობა თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი.

Wolt Market სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი სუპერმარკეტია. ვოლტი საკუთარი ონლაინ სუპერმარკეტით მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი Wolt Market თბილისში გაიხსნა და დღეს მის მომსახურებას ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი იყენებს.

რატომ ირჩევს მომხმარებელი Wolt Market-ს თავისი ყოველდღიური შოპინგისთვის?

ძალიან სწრაფი მიწოდება: Wolt Market-იდან შეკვეთის მიტანის საშულო დრო 20 წუთია. მიტანის ასეთი მცირე დრო კი, მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.

Wolt Market ღიაა 24/7-ზე: Wolt Market მომხმარებლისთვის 24 საათის მანძილზე ხელმისაწვდომია, რაც ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა და კომფორტია.

მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის ასორტიმენტი: Wolt Market-ის ასორტიმენტის მუდმივად იზრდება და იცვლება, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ამჟამად Wolt Market-ში 3000-მდე დასახელების პროდუქტის შეკვეთაა შესაძლებელი, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, ნედლი ხორცის, საკვები და პირველადი საჭიროების პროდუქტების. ონლაინ სუპერმარკეტის ბიზნეს-მოდელი პროდუქციის ასორტიმენტი ძალიან სწრაფი განახლების საშუალებას იძლევა. შედეგად, ის ყოველდღიურად იხვეწება და სულ უფრო მეტად ერგება მომხმარებელთა მოთხოვნებს.

პროდუქციის ხელმისაწვდომობა: Wolt Market-ის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობაა – თუ პროდუქტი ხელმისაწვდომია ონლაინ, გამორიცხულია ის რეალურად ხელმიუწვდომელი აღმოჩნდეს და მისი ჩანაცვლება გახდეს საჭირო.

დაკვეთის სწორი ფორმირება: Wolt Market-ში შეკვეთის ფორმირებას ფიქერები (შეკვეთის შემგროვებლები) ახორციელებენ. ყველა ფიქერმა სპეციალური მომზადება გაიარა იმისათვის, რომ მათ შეკვეთის არა მხოლოდ სწრაფად მოგროვება, არამედ ხარისხიანად შერჩევა და უშეცდომოდ ფორმირება შეძლონ, ზუსტად ისე, როგორც მომხმარებელი თავად შეარჩევდა სასურველ პროდუქტებს.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!